თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან ხანძარია. ომალოში ბაზირებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფი უკვე გავიდა. როგორც „პირველ არხს" კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიძემ განუცხადა, რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან მიახლოებას კლდეებსა და მთებზე სავალი ბილიკებით შეეცდებიან.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად კახეთში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის რეგიონის სამსახურები არიან მობილიზებული.