თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო, რომელსაც კიდევ ორი ირანული ვერტმფრენი დაემატება.
ვერტმფრენები წყლის მარაგს ლოპოტას ტბიდან შეივსებენ.
კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.