logo_geo
eng_logo
„დავით სააკაშვილი გაიგზავნება ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მოისურვებს, მას ასევე ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება“
- +

2 სექტემბერი. 2017. 16:32


უკრაინის შს სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ძმის დავით სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.


უკრაინის შს სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის არტიომ შევჩენკოს განცხადებით, დავით სააკაშვილმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, ვინაიდან მისი ბინადრობის უფლება მიმდინარე წლის მარტში გაუქმებულია.


„ჩვენ არ დაგვიკავებია დავით სააკაშვილი. კიევის ეროვნულმა პოლიციამ უზრუნველყო საქართველოს მოქალაქის მიყვანა საიმიგრაციო სამსახურის ორგანოებში. დავით სააკაშვილმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, ვინაიდან მისი ბინადრობის უფლება მიმდინარე წლის მარტში გაუქმებულია, მანამდე კი, მას უკრაინაში მუშაობის უფლებაც ჩამოართვეს.  ჯერ კიდევ მაშინ დავით სააკაშვილი ინფორმირებული იყო უკრაინაში ცხოვრების საფუძვლის არქონის შესახებ. თუმცა, მან დადგენილ ვადაში არ დატოვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია და უკრაინაში არაკანონიერად იმყოფებოდა", - განაცხადა არტიომ შევჩენკომ.


მისივე თქმით, ახლა მიღებული იქნება გადაწყვეტილება დავით სააკაშვილის ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ის მოისურვებს, გაგზავნაზე და ასევე ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებაზე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner