logo_geo
eng_logo
სერგეი შამბა: ვაცნობიერებ, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა დარეგულირდება
- +

12 აპრილი. 2016. 22:04


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პრემიერ მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებით, ის აცნობიერებს, რომ ადრე თუ გვიან, "აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დარეგულირდება".


სერგეი შამბას განმარტებით, საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს არანაირი განსხვავებული პოზიცია არც აფხაზეთის ხელმძღვანელობის, არც ოპოზიციის, არც ცენტრისტული ძალების.


"ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი და მკაფიო: ჩვენ ვისწრაფვით საქართველოსთან კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირებისკენ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის სუბიექტების ურთიერთაღიარების საფუძველზე. სხვა დანარჩენი - დეტალებია", - აცხადებს "ლაივპრესთან" ინტერვიუში სერგეი შამბა.


მისი თქმით, ყოველი კულტურული და სპორტული კონტაქტი თბილისში აღფრთოვანებას იწვევს, ხოლო სოხუმში - საზოგადოებაში კამათის თემად იქცევა ხოლმე. თუმცა ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ "აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები აუცილებლად დარეგულირდება".


"თუმცა მინდა შევეხო ერთ დელიკატურ საკითხს, რომელიც განიხილება როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში. ის ეხება აფხაზური საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებსა და საქართველოს შორის კონტაქტებს. აქ იგულისხმება საქართველოში სამკურნალოდ ჩასვლა. ასევე, საზღვრისპირა ვაჭრობის თემა; საფხებურთო მატჩის ტიპის, სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაზე ვიზიტები. ყოველი ასეთი კონტაქტი თბილისში აღფრთოვანებას იწვევს, ხოლო სოხუმში - საზოგადოებაში კამათის თემად იქცევა ხოლმე. ამიტომ, მე მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია - მე ვაცნობიერებ, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა დარეგულირდება",- განმარტავს შამბა.


მისივე თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ზოგიერთი მოქალაქის თბილისში სამკურნალოდ წასვლა, მისთვის მისაღებია, თუმცა შამბას განცხადებით, საქართველოში სპორტული და სხვა სახის ვიზიტები ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე, პოლიტიკურად და ზნეობრივად გაუმართლებელია.


"მე მესმის, რომ არის შერეული ოჯახების გარკვეული რაოდენობა და მათ კავშირები უნდა შეინარჩუნონ. ნორმალურად ვარ ამის მიმართ განწყობილი. მე მშვიდად ვუყურებ საზღვრისპირა სავაჭრო კავშირების შესაძლებლობას. გაგებით ვეკიდები იმას, რომ აფხაზეთის ზოგიერთი მოქალაქე თბილისში მიემგზავრება სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში, მზად ვარ, პრეტენზიები ჩვენი ქვეყნის მთავრობას წავუყენო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების აფხაზეთში მკურნალობისთვის შესაბამისი პირობების შექმნას. რაც შეეხება სხვადასხვა გასართობ მოგზაურობას, ისეთს, როგორიცაა საფეხბურთო მატჩზე დასწრება, აქ ჩემთვის საკითხი მარტივად დგას. პირადად მე, როგორც მოქალაქე, პოლიტიკოსი, აფხაზეთის სახალხო ფორუმაიდგილარას" თამჯდომარე, ომის ვეტერანი, ვთვლი, რომ მსგავსი ვიზიტები ჩვენს ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე, პოლიტიკურად და ზნეობრივად გაუმართლებელია. თუ ჩვენი ახალგაზრდობის რაღაც ნაწილი თვლის, რომ ეს მისაღებია, ეს უკვე მისი საქმეა", - აღნიშნავს სერგეი შამბა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner