ყაზბეგის რაიონში, სოფელ ჯუთაში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ჯუთაში ცეცხლი ბალახს გაუჩნდა. ადგილზე 10-მდე მეხანძრე-მაშველი იმყოფებოდა. თუ რა ფართობზე გავრცელდა ხანძარი, ამ დროისთვის უცნობია.