logo_geo
eng_logo
ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- +

2 სექტემბერი. 2017. 20:15


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.


ქართველმა სპორტსმენმა, ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონატის ფინალში იაპონელ აარონ ვოლფთან დამატებით დროში, ვაზარით წააგო.


ლიპარტელიანმა ტურნირზე ფინალამდე 5 მეტოქეს მოუგო . ხვალ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს მედლები გუნდურ ჩათვლაში გათამაშდება


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner