მთა-თუშეთში ავიაციამ მუშაობა შეაჩერა. ვერტმფრენი, რომელიც ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობდა, დისლოკაციის ადგილზე დაბრუნდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესი ხვალ დილიდან განახლდება.
ხანძრის ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა, დაახლოებით 200-მდე მეხანძრე-მაშველი. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებული არ არის.