logo_geo
eng_logo
კახეთში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა
- +

2 სექტემბერი. 2017. 23:51



ხანძრის კიდევ ერთი კერა კახეთში, სოფელ ფშაველის ტყეში გაჩნდა. დილიდან ხანძრის ლოკალიზებაში მეოთხე ვერტმფრენიც ჩაერთვება.


„ხანძრის ახალი კერა სოფელ ფშაველში გვაქვს. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მწყემსმა მოგვაწოდა, მაგრამ ახლა იქ, რთული რელიეფის გამო, მისვლა შეუძლებელია", - განუცხადა პირველ არხს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.


მისივე თქმით, ხანძრის მასშტაბური კერები კვლავ რჩება ართანაში, კოხტას მთაზე და თუშეთში, ხახაბოს ტყეში.


დილიდან ორი ქართული და ორი ირანული ვერტმფრენი განაახლებენ ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოებს. ვერტმფრენით გადაიყვანენ თუშეთში ცოცხალ ძალასაც.


„ამ დროისთვის, ხანძართან ბრძოლაში ჯარის ჩართვა აუცილებლობას არ წარმოადგენს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.


ხანძრის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომაზე, რომელიც ცოტახნის წინ დასრულდა, ხვალინდელი დღის სამოქმედო გეგმა შემუშავდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner