logo_geo
eng_logo
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ირლანდიასთან თამაში ფრედ დაასრულა
- +

3 სექტემბერი. 2017. 00:35



მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ირლანდიასთან ფრედ ითამაშა.


მე-7 ტურის შეხვედრა თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა. შეხვედრაში ანგარიში მატჩის მეოთხე წუთზე ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა დაფმა გახსნა, ანგარიში კი 34-ე წუთზე კი ვალერი ყაზაიშვილმა გაათანაბრა.


დღევანდელი ფრის შემდეგ საქართველოს ნაკრები 7 მატჩში მოპოვებული 4 ქულით მე-5 ადგილზეა.


მორიგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 5 სექტემბერს, ავსტრიაში მასპინძელ გუნდთან გამართავენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner