საფრანგეთში მეხის დაცემისგან სულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე აზრაის კომუნაში მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 2 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარის გამო ფესტივალის ორგანიზატორებმა დარჩენილი ღონისძიებები გააუქმეს.