logo_geo
eng_logo
კახეთში ხანძრის სამივე ლოკაციაზე ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები განახლდა
- +

3 სექტემბერი. 2017. 11:15


 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებს მართვის სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში ხანძრის კერებში აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე განახლებულია.


როგორც საგანგებო სიტუაციებს მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაციაც.

 

„დილიდან განახლდა აქტიური სამუშაოები. ვითარება ამ დროისთვის სტაბილურია. ლოკალიზაციის წერტილებში შეყვანილია ცოცხალი ძალა, რომელიც აღჭურვილია ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებებით. ჩართულია ავიაციაც. ცეცხლს ორი ქართული და ორი ირანული ვერტმფრენი აქრობს. რაც მთავარია, ცეცხლის ახალი კერები არ არის", - აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.


რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული, ამაზე საგანგებო სიტუაციებს მართვის სააგენტოში ჯერჯერობით კომენტარს ვერ აკეთებენ.


ცნობისთვის, კახეთში ხანძარი - მთათუშეთში, სოფელ ართანას მახლობლად კოხტას მთის ფერდობზე და სოფელ შილდაში გუშინ გაჩნდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner