სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით ვეტერანებისთვის სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს. ვეტარანებს და მათი ოჯახის წევრებს უახლესი აპარატურით, სამედიცინო ცენტრ მზერას ექიმები უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს უტარებენ.
გამოკვლევები უკვე გაიარა 100-მდე ვეტერანმა, საჭიროების შემთხვევაში მათ ქირურგიულ ოპერაციებს თბილისში ჩაუტარებენ. სამედიცინო აქცია რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება.
სამეგრელოში ვეტერანებისთვის უკვე ჩატარდა, უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები.