logo_geo
eng_logo
გერმანიაში, მატარებლის დაჯახების შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა
- +

3 სექტემბერი. 2017. 13:44

 


გერმანიაში, ადლინგენში მატარებელმა საქართველოს ორი მოქალაქე იმსხვერპლა. გერმანული მედიის ინფორმაციით, 27 და 33 წლის ორი მამაკაცი სადგურში ღამით გადაადგილდებოდა, ყურადღება არ მიაქციეს სატვირთო მატარებელს, რომელიც მათ დაეჯახა. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი იყო.


როგორც „ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გერმანიის პოლიციამ საქართველოს საკონსულოს დაუდასტურა ინფორმაცია საქართველოს ორი მოქალაქის დაღუპვის შესახებ, რომლებიც ადლინგენიდან როტვაილის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. დაღუპულთა ოჯახის წევრებს მომხდარის შესახებ ეცნობებათ დადგენილი წესის შესაბამისად. გარდაცვლილთა ვინაობას საგარეო პოლიტიკურ უწყებაში ჯერ-ჯერობით არ ასახელებენ.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner