ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბი გამოსცადა. აღნიშნული ბრძანება ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გასცა.
გავრცელებული ცნობით, ოფიციალური ფხენიანი წყალბადის ბომბის კონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტაში მოთავსებას გეგმავს. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ ფხენიანის ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გამოცდამ წარმატებით ჩაიარა და ბომბი სრულყოფილია.