logo_geo
eng_logo
სოფელ მაკვანეთში არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერა-გალობის მუზეუმის მშენებლობა დაიწყო
- +

3 სექტემბერი. 2017. 16:55



ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერა-გალობის მუზეუმის მშენებლობა დაიწყო.


მუზეუმში განთავსდება საგამოფენო ექსპონატები და საგალობლების ფონდ-საცავი, რომლის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას უზრუნველყოფს ფონდი „ქართული გალობა".


პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 450 000 ლარია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.


სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს დღეს გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა, ანსამბლ „რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელმა -ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ ანზორ ერქომაიშვილმა, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ყაზაიშვილმა, მოადგილემ ბადრი გობრონიძემ, ფონდ „ქართული გალობისა" და ფოლკლორის წარმომადგენლებმა.





 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner