მაინის ფრანკფურტში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო 60 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
სპეციალისტების თქმით, ბომბი ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქებულიყო.
ბრიტანული წარმოშობის 1,8 ტონა ბომბი მშენებლობის დროს აღმოაჩინეს. მისი გაუვნებელყოფისთვის პოლიციამ ბომბის პოვნის ადგილიდან ნახევარი კილომეტრის რადიუსში მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა. მოსახლეობის გარდა ამ რადიუსში მდებარე საავადმყოფოებიდანაც გაიყვანეს პაციენტები.