logo_geo
eng_logo
გერმანიაში 60 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
- +

3 სექტემბერი. 2017. 17:31



მაინის ფრანკფურტში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო 60 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.


სპეციალისტების თქმით, ბომბი ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქებულიყო.


ბრიტანული წარმოშობის 1,8 ტონა ბომბი მშენებლობის დროს აღმოაჩინეს. მისი გაუვნებელყოფისთვის პოლიციამ ბომბის პოვნის ადგილიდან ნახევარი კილომეტრის რადიუსში მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა. მოსახლეობის გარდა ამ რადიუსში მდებარე საავადმყოფოებიდანაც გაიყვანეს პაციენტები.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner