logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: სოფელ ართანის მოსახლეობას ხანძრის გამო საფრთხე არ ემუქრება
- +

3 სექტემბერი. 2017. 18:46



„თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში ხანძრის გამო მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, მეხანძრე - მაშველები ამ ადგილზე დრომდე მუშაობენ, თუმცა დამატებითი ძალების შეყვანა ტერიტორიაზე ამ ეტაპზე არ იგეგმება.


„არანაირი საფრთხე მოსახლეობას არ ემუქრება. რა ძალაც ადგილზეა, ჯერ ის მუშაობს. როცა საჭირო იქნება, დამატებითი ძალაც შევა. ჯერ არ არის ამის საჭიროება. ამ დროისთვის, ადგილზე ორი ვერტმფრენი მუშაობს", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ ხანძარი გუშინ გაჩნდა. შილდაში ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.











 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner