logo_geo
eng_logo
ხულოს ტყეში ხანძარია
- +

3 სექტემბერი. 2017. 20:40



ხულოში, სოფელ მეხეიძეებთან ტყეში ხანძარია. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, თემურ ირემაძის ინფორმაციით, ცეცხლი მთა შავნაბადაზე ნაძვის ხეებს მოედო. მისივე ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები უკვე გამოიძახეს და ხანძრის ჩასაქრობად სოფლიდან მოსახლეობა მთაზე მიემართება.

 

„ხანძრის შესახებ ინფორმაცია იმ ადამიანებმა გვაცნობეს, რომლებიც მთაში იმყოფებოდნენ. მათ ხანძრის სამი კერა შენიშნეს. გამოვიძახეთ სახანძრო-სამაშველო სამსახური და როგორც გვაცნობეს, გზაშია. ხანძარი სოფელ მეკეიძეებიდან 25 კილომეტრით დაშორებულ ტყეში გაჩნდა. ჩემი ინფორმაციით ხანძრის კერამდე 4-5 კილომეტრში საავტომობილო გზა არ არის",- ამბობს თემურ ირემაძე.


ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეები ბათუმიდანაც წავიდნენ.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner