ცხინვალის რეგიონის სოფელ არცევთან, ოკუპირებულ ზონაში ძლიერი ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად პირველი არხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ დროისთვის ძლიერი ხანძარია.
ჯერ უცნობია რა ფართობზეა ცეცხლი მოდებული და არის თუ არა ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს.