logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილმა კახეთში საგანგებო შტაბის თათბირი ჩაატარა
- +

3 სექტემბერი. 2017. 21:01



შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი კახეთში ჩავიდა და საგანგებო შტაბის თათბირი ჩაატარა. შს მინისტრმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ სირაძისა და კახეთის რეგიონის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილისგან კახეთის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ხანძრის ეფექტური ლიკვიდაციის მიზნით, გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო შტაბის წევრებს ახალი დავალებები მისცა.


„თათბირის შემდეგ, შს მინისტრმა შსს-ს ვერტმფრენით საკონტროლო გაფრენა განახორციელა და ყველა ის ადგილი დაათვალიერა, სადაც ამ დროისთვის ხანძრის ქრობის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და ეროვნული სატყეოს სააგენტოს თანამშრომლები, ხანძრის კერების უმოკლეს ვადაში ლიკვიდირების მიზნით, მუშაობას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია 4 ვერტმფრენი", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner