აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ თავის შემცვლელს, დონალდ ტრამპს თეთრი სახლის დატოვებამდე, წერილი დაუტოვა. წერილი CNN-მა გამოქვეყნა.
თავის წერილში ობამა ტრამპს გამარჯვებას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ ის ქვეყანას კეთილდღეობას და უსაფრთხოებას მოუტანს. ამასთან, ყოფილმა ლიდერმა ტრამპს მსოფლიო წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.
„ამერიკის ლიდერობა მსოფლიოში ნამდვილად აუცილებელია. ჩვენს ქმედებებზე და მაგალითზე დამოკიდებულია მსოფლიო წესრიგის შენარჩუნება, რომელიც სტაბილურად ფართოვდება ცივის ომის დასრულების შემდეგ და რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი სიმდიდრე და უსაფრთხოება", - წერს ობამა.