logo_geo
eng_logo
გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს
- +

3 სექტემბერი. 2017. 23:21

 


გაერო-ს უშიშროების საბჭო ჩრდილოეთ კორეაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საგანგებო სხდომას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაცია გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლობის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნეს.


საგანგებო სხდომა 4 სექტემბერს გაიმართება.


სხდომის ჩატარების ინიციატორები არიან აშშ, იაპონია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და სამხრეთ კორეა.


ცნობისთვის, დღეს ჩრდილოეთ კორეაში გაავრცელეს ინფორმაცია წყალბადის ბომბის წარმატებით გამოცდის შესახებ, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიაზე მაგნიტუდით 6,3 მიწისძვრა გამოიწვია. ეს ფაქტი მსოფლიოს მთელმა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს.


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარებას.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner