logo_geo
eng_logo
400 წლის წინ დაკარგული კარავაჯოს ტილო სხვენში იპოვეს
- +

12 აპრილი. 2016. 22:58


ტულუზაში, (საფრნაგეთი) ერთ-ერთი სახლის სხვენში ტილო აღმოაჩინეს, რომელიც სპეციალისტების აზრით 400 წლის წინ დაკარგული კარავაჯოს მიერ შესრულებული ნახატია - „იუდიფი ჰოლოფერნას თავს კვეთს." ინფორმაციას ABC News ავრცელებს.


ტილო ორი წლის წინ აღმოაჩინეს და ხელოვნების ექსპერტს გადასცეს ექსპერტიზისთვის. ერიკ ტურკენის მტკიცებით ეს ტილო იტალიელ ფერმწერ მიქელანჯელო მერიზი დი კარავაჯოს ეკუთვნის.


ტილოს სავარაუდო ღირებულება 120 მილიონი ევროა.


ნახატი სახლის მფლობელმა აღმოაჩინა, როდესაც სხვენზე ავიდა, რათა ენახა საიდან წვეთავდა წყალი.


ექსპერტ ერიკ ტურკენის განცხადებით, მიუხედავად იმ პირობებისა, სადაც ტილო ინახებოდა, ნახატი კარგ მდგომარეობაშია.


ტილოს საფრანგეთის ეროვნული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახატს ქვეყნიდან მომდვენო 30 თვის მანძილზე ვერ გაიტანენ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner