logo_geo
eng_logo
ოკუპირებული ტერიტორიიდან ხანძრის ქართველების კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხეა
- +

4 სექტემბერი. 2017. 00:17

 


ოკუპირებული ტერიტორიიდან ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არსებობს. ამის შესახებ გორის გამგებლის მოადგილე კახა კაპანაძე აცხადებს. კაპანაძის თქმით, ამ ეტაპზე ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში დამატებით ძალებსაც გამოიძახებენ.


„არის საფრთხე, რომ ცეცხლი ქართულ სოფელ ფლავისმანზე გადმოვიდეს და თუ ეს ასე მოხდა, ქართული სახანძრო სამაშველო ჯგუფები ჩაერთვებიან ცეცხლის ლიკვიდირება-ლოკალიზაცაში. ეს საფრთხე ნამდვილად არსებობს და ყველაფერი უნდა იქნეს დაშვებული. ველოდებით, ვიმყოფებით მოლოდინის რეჟიმში. მობილიზებულია უსაფრთხოების სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ამ დროის მდგომარეობით, 5-მდე სამაშველო ჯგუფია ადგილზე, საჭიროების შემთხვევაში გამოძახებული იქნება დამატებითი ძალებიც", - აცხადებს გორის გამგებლის მოადგილე გელა კაპანაძე.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner