logo_geo
eng_logo
შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს
- +

4 სექტემბერი. 2017. 10:53


„ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე ხანძარი მასშტაბური არ არის, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში მეჩხერ ტყეში ხანძარი ადგილობრივებმა გუშინ საღამოს შენიშნეს. შემთხვევის ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, პოლიცია და სატყეო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.


ამ დროისათვის ხანძარსაწინააღმდეგო ტრანსპორტის გადასაადგილებლად, მთასთან მისასვლელი სპეციალური გზის გაყვანა მიმდინარეობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner