„ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე ხანძარი მასშტაბური არ არის, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში მეჩხერ ტყეში ხანძარი ადგილობრივებმა გუშინ საღამოს შენიშნეს. შემთხვევის ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, პოლიცია და სატყეო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
ამ დროისათვის ხანძარსაწინააღმდეგო ტრანსპორტის გადასაადგილებლად, მთასთან მისასვლელი სპეციალური გზის გაყვანა მიმდინარეობს.