ქრთამის აღებაში ბრალდებული მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:00 საათზე განახლდება.
„პირველს" ბრალდებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, რომ სასამართლო ამ დროის განმავლობაში მოპოვებული მტკიცებულებების შესახებ იმსჯელებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავეს.