logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: თუშეთში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დიდი წარმატებით მიმდინარეობს
- +

4 სექტემბერი. 2017. 12:58



კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, თუშეთის მიმართულებით სალიკვიდაციო სამუშაოები დიდი წარმატებით მიმდინარეობს.


„პროგრესი ნამდვილად არის. თუშეთის მიმართულებით სალიკვიდაციო სამუშაოები დიდი წარმატებით მიმდინარეობს. დილით ჩავიტანეთ წყლის ავზი უშუალოდ ცეცხლის არეალში, რაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში. ახლა მაშველები უშუალოდ ცეცხლის გამომწვევ კერასთან არიან მობილიზებულები და ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner