კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, თუშეთის მიმართულებით სალიკვიდაციო სამუშაოები დიდი წარმატებით მიმდინარეობს.
„პროგრესი ნამდვილად არის. თუშეთის მიმართულებით სალიკვიდაციო სამუშაოები დიდი წარმატებით მიმდინარეობს. დილით ჩავიტანეთ წყლის ავზი უშუალოდ ცეცხლის არეალში, რაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში. ახლა მაშველები უშუალოდ ცეცხლის გამომწვევ კერასთან არიან მობილიზებულები და ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.