logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: ნამუსი რომ არ აქვს ეს არახალია, ასეთი სიბინძურე ადამიანის სხეულში როგორ მოგროვდა?!
- +

12 აპრილი. 2016. 23:27


საქართველოს რკინიგზის მომსახურების ხარისხის განვითარების უფროსი დაჩი ცაგურია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ფარული ვიდეოების გავრცელების შესახებ სოციალურ ქსელში ეხმიანება:


„ჯანდაცვაზე და მის მიერ გადაღებულ კადრებზე რას იბრიქება...  ეს ისინი არ არიან, სუსტი რომ უნდა განადგურებულიყო ძლიერები რომ გადარჩებოდნენ და სამყარო მშენიერი რომ იყო...

ყოველ დღე მაოცებსთქო ვამბობ, მას და მის მიმდევრების ნამუსი რომ არ აქვთ ეს არახალია, მაგარამ ასეთი სიბინძურე დამიანის სხეულში როგორ მოგროვდა?!"- წერს ცაგურია.



„ახლა ყველა ქართველმა თავის თავს უნდა ჰკითხოს, ცხოვრობს თუ არა 2016-ში უკეთესად, ვიდრე 2012-ში", - ასეთი განცხადება ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში" გააკეთა.


„ქართულ ნიუსს რომ ვკითხულობ, გული მისკდება. ყოველდღე არის თემა, რომ ახალი ვიდეო გამოჩნდა. როდისმე ჩემს დროს გაგიგიათ ასე რამ?! როცა ვმართავდი საქართველოს, ვინმეს უფიქრია, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გამოჩნდებოდა?!". - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner