logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: საერთაშორისო დახმარების გამოყენება მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაა და...
- +

4 სექტემბერი. 2017. 14:12



საქართველოს შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, შესაძლებლობების ფარგლებში საავიაციო ტექნიკა განახლდება. ამის შესახებ მინისტრმა ექსკლუზიურად „პრაიმტაიმს" განუცხადა.


მინისტრის თქმით, საერთაშორისო დახმარების თხოვნა გავრცელებული პრაქტიკაა და ამ მიმართულებით „არაორდინარული" არაფერი მომხდარა.

 

„ჩვენ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობების ფარგლებში, აუცილებლად განვაახლებთ ჩვენს საავიაციო ტექნიკას. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი მასშტაბური სტიქიის დროს საერთაშორისო დახმარების გამოყენება მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაა და ამაში არაორდინარული არაფერია. ასეთ ვითარებაში რეგიონული ჩართულობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, მეზობელ ქვეყნებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბორჯომისა და აბასთუმნის ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში: აზერბაიჯანს, თურქეთს, ბელარუსს, უკრაინას, ირანს, სომხეთს. დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner