logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ერთად გავუმკლავდეთ განსაცდელს...
- +

4 სექტემბერი. 2017. 14:13



საქართველოს შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის შეფასებით, ხანძრებმა აბასთუმანსა და ბორჯომში აჩვენა, რომ ქვეყანას სჭირდება რიგი სისტემური ცვლილებების განხორციელება, რომელიც ჩვენს ქვეყანას ასეთი ტიპის გამოწვევებთან გაცილებით მაღალი ხარისხის მზადყოფნაში მოიყვანს. ამის შესახებ გიორგი მღებრიშვილმა „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ისაუბრა.


შს მინისტრის თქმით, ხანძრებთან ბრძოლა სხვა კარგად აღჭურვილ ქვეყნებსაც კი უჭირთ და საქართველომ აჩვენა, რომ ურთულეს ვითარებაში შეუძლია ხანძრებს გაუმკლავდეს.

 

„მასშტაბურ ხანძრებთან ბრძოლა დიდი გამოწვევაა იმ ქვეყნებისთვისაც კი, რომელთაც ჩვენზე გაცილებით უკეთესი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა გააჩნიათ.  ამ დროს, რაც უნდა მზად იყო, ყოველთვის ჩნდება უკმარისობის შეგრძნება და იმის განცდა, რომ უკეთესადაც შეიძლებოდა. ვფიქრობ, ჩვენმა სახელმწიფომ და თითოეულმა იმ ადამიანმა, ვინც ამ მასშტაბური ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში იყო ჩართული, დაამტკიცა, რომ ურთულეს ვითარებაში ჩვენ შეგვიძლია, ერთად გავუმკლავდეთ განსაცდელს. 

 

თუმცა, ბუნებრივია, ყოველი ასეთი გამოწვევა შესაბამისი დასკვნების გამოტანის საფუძველს გვაძლევს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ დაგვჭირდება რიგი სისტემური ცვლილებების განხორციელება, რომელიც ჩვენს ქვეყანას ასეთი ტიპის გამოწვევებთან გაცილებით მაღალი ხარისხის მზადყოფნაში მოიყვანს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner