logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: NDI-ის კვლევებზე არ არის დამოკიდებული მთავრობის მუშაობა!
- +

12 აპრილი. 2016. 23:44


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის, თქმით, ხელისუფლების მთავარი გამოწვევა არის იმ სოციალური პრობლემების გადაჭრა, რომელიც ქვეყანაში დგას.


ამის შესახებ მანანა კობახიძემ გადაცემა „არჩევანის" პირდაპირ ეთერში განაცხადა:


NDI-ის ამ კვლევებზე არ არის დამოკიდებული არც მთავრობის მუშაობა, არც ხელისუფლების ამოცანები და არც საზოგადოება არ არის ამაზე მიჯაჭვული. ძალიან კარგად იციან ამ კვლევების გარეშე, რა პრობლემები აქვთ ისივე, როგორც ხელისუფლებამ ნამდვილად კარგად იცის, რა აწუხებს დღეს ჩვენ მოსახლეობას.

მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის და მთავარი გამოწვევა ხელისუფლების, ეს არის უმუშევრობა, სიღარიბე და იმ სოციალური პრობლემების გადაჭრა, რომელიც ქვეყანაში დგას," -  განაცხადა კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner