ძლიერი ქარისა და სიცხის გამო ხულოში ხანძრის კერების ტერიტორია გაფართოვდა.
„პირველი არხის" ჟურნალისტის ინფორმაციით, 13:00 საათის შემდეგ, შავნაბადას მთაზე მდგომარეობა გაუარესდა.
ჟურნალისტის ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება არსებობს.
შავნაბადას მთაზე ამ დროისთვის 120 მეხანძრე მაშველი და ადგილობრივები მუშაობენ.