დღეს მიმდინარე სასამართლო სხდომაზე თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც პროცესი გადაიდო და ხვალ, დღის 3 საათზე განახლდება.
მანამდე, მოსამართლემ ოთარ აბესაძის წინასასამართლო სხდომა დახურა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთარ აბესაძის საქმის განხილვა 12 საათზე დაიწყო. როგორც პროცესის დაწყებამდე პროკურორმა ირაკლი მარშანიამ განაცხადა, დღევანდელ პროცესზე განიხილავენ, თუ რამდენად კანონიერად მოიპოვეს მტკიცებულებები და განიხილავენ მათი დაშვების საკითხსაც. კერძოდ მოქალაქეთა ჩვენებები და აუდიო-ვიდეოჩანაწერები, რომელშიც მათი მტკიცებით, აბესაძის მიერ უკანონო ქმედებაა ასახული.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.