logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: თუშეთში ხანძარი ლოკალიზებულია
- +

4 სექტემბერი. 2017. 15:54


 

„ყველა ის ძალა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს, სტრუქტურებს, სატყეო მეურნეობას, ადგილობრივ მოხალისეებს, ოღონდ მომზადებულებს - ეს ძალები ჯერჯერობით საკმარისია იმისთვის, რომ ცეცხლის ამ კერებს ვებრძოლოთ", - ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „დღის ამბები" განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის თუშეთში ხანძარი ლოკალიზებულია, ხოლო სოფელ ართანის მიმართულებით ცეცხლი უკვე ჩამქრალია.


„თუშეთის მიმართულებით ხანძარი ლოკალიზებულია, მაშველები უშუალოდ მუშაობენ ახლა იმ ეპიცენტრებში, საიდანაც ხანძარი დაიწყო და ლოკალიზაციის მაღალი ხარისხი გვაქვს მიღწეული. ახლა ფაქტობრივად თუშეთში დაკვირვების რეჟიმში ვართ გადასული, რომ სადმე ნაკვერჩხლის საშიშროება ან რაიმე აალების საშიშროების კერა თუ არსებობს, მისი განეიტრალება მოხდეს. ცეცხლი, როგორც ასეთი, თუშეთში ამჟამად უკვე ჩამქრალია. მთელი პერიმეტრი და დისლოკაციის ადგილი ცოცხალი ძალის მიერ კონტროლდება. აქ პირდაპირ ვიზუალურ კონტროლთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება, ართანის მიმართულებას - ალპურ ზონაში ცეცხლი ჩამქრალია, იქაც დაკვირვების რეჟიმში ვაგრძელეთ მუშაობას, რომ დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურის გამო, ხელახალი აალების რეციდივი არ მოხდეს, მაგრამ ცეცხლი იქ აღარ არის. ჩვენი ძირითადი ძალები, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ, ცოცხალი ძალა, იქ რთულად მისასვლელ ციცაბო რელიეფზე მუშაობენ. ბარით ხდება მიწის გადატრიალება და ცეცხლის კერების ასე ლოკალიზება... ამის პარალელურად ვერტმფრენები დაწვრილებით ოპერაციას ახორციელებენ. მაგრამ ვიმეორებ, უმნიშვნელოვანესია სწორედ ცოცხალი ძალის მუშაობა ადგილზე. გეტყვით, რომ საჯარისო ნაწილები ჯერჯერობით არ არის გამოყვანილი, რადგან ახლა ამის აუცილებლობა არაა. მოკლედ, ყველა ის ძალა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს, სტრუქტურებს, სატყეო მეურნეობას, ადგილობრივ მოხალისეებს, ოღონდ მომზადებულებს - ეს ძალები ჯერჯერობით საკმარისია იმისთვის, რომ ცეცხლის ამ კერებს ვებრძოლოთ. თუ ჩვენ დავინახავთ მიმდინარე მუშაობის განმავლობაში, რომ რაიმე სხვა ტიპის დახმარება დაგვჭირდება, ამ შემთხვევაში, შტაბი, რა თქმა უნდა, დასვამს ამ საკითხს მთავრობის წინაშე და მთავრობა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ვიმეორებ, ამ ეტაპზე ის ძალები, რომლებიც აქ არიან მობილიზებული, საკმარისია იმისთვის, რომ დასახული ამოცანები შეასრულოს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner