logo_geo
eng_logo
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენი ხვალ გახდება ცნობილი
- +

4 სექტემბერი. 2017. 19:24


დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენი ხვალ 12:00 საათზე გახდება ცნობილი.


აღნიშნულ ინფორმაციას დაკავებული დეკანოზის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ავრცელებს.


შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.


ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner