logo_geo
eng_logo
გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ომს ითხოვს!
- +

4 სექტემბერი. 2017. 20:46


გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ომს ითხოვს. ამის შესახებ ნიკი ჰეილიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ კრიზისთან დაკავშირებით მსჯელობენ. ჰეილის თქმით, აშშ-ის არ სურს კონფლიქტი ფხენიანთან, თუმცა მისი მოთმინება უსაზღვრო არ არის.


„ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა კიდევ უფრო განვითარებული და საფრთხის შემცველია. ომი არ არის ის, რაც აშშ-ს სურს. ჩვენ არ გვინდა ის ახლა, თუმცა, ჩვენი ქვეყნის მოთმინება უსაზღვრო არ არის", - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.


ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული იარაღის წარმატებული გამოცდის შესახებ გუშინ განაცხადა. წყალბადის ბომბის აფეთქებამ კორეის ნახევარკუნძულზე 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა გამოიწვია. ეს ფხენიანის რიგით მეექვსე ბირთვული ცდა იყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner