რუსთაველის თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტის მიზანს თეატრალური ხელოვნების განვითარება და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა წარმოადგენს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 30 წლამდე რეჟისორებს, რომლებიც წარადგენენ ქართული ან უცხოური თანამედროვე პიესების ანალიზს. მონაწილემ უნდა წარადგინოს შერჩეული ქართული ან უცხოური თანამედროვე პიესა და მისი ანალიზი.
შერჩეულ პირებს კი რუსთაველის თეატრი 139-ე სეზონზე ექსპერიმენტულ სცენას დაუთმობს, სადაც კონკურსანტებს საშუალება ექნებათ სპექტაკლზე დამოუკიდებლად იმუშაონ.
განაცხადების მიღება 30 სექტემბრამდეა შესაძლებელი.