logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: რაც ამ ზაფხულს მოხდა, არც ერთ წელს არ ყოფილა
- +

4 სექტემბერი. 2017. 21:21


„რაც ამ ზაფხულს მოხდა, მგონი არც ერთ წელიწადს არ ყოფილა, რაც ნამდვილად აჩენს ეჭვს, რომ შეიძლება იყოს დივერსიული მოქმედებების შედეგი", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, დანარჩენს შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.

 

„დიდი დანაკარგი გვაქვს, განადგურდა უნიკალური ტყეების დიდი მასივები. რაც ამ ზაფხულს მოხდა, მგონი არც ერთ წელიწადს არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით 2008 წლის ომის დროს გადამწვარ ტყეებს, რაც ნამდვილად აჩენს ეჭვს, რომ შეიძლება იყოს დივერსიული მოქმედებების შედეგი. არ ვიცი ვისი მხრიდან, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ", - განაცხადა კახა კალაძემ.


რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, შესაძლებელი იყო თუ არა აღნიშნული მძიმე შედეგების თავიდან აცილება, კალაძე დარწმუნებული არ არის, რომ ამ ყველაფრის პრევენცია შესაძლებელი იქნებოდა.


„ჩვენ არ ვართ გამონაკლისი ქვეყანა, სადაც ხანძრები ხდება. მსოფლიოს თუ გადავხედავთ, ხშირია სტიქიური მოვლენები. პორტუგალიის ტრაგედიას გაგახსენებთ, როდესაც ძლიერ ხანძარს ტყეში მსხვერპლი მოჰყვა. თუმცა ვადასტურებ, რომ ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს სამუშაო. შექმნილმა ვითარებამ ბევრი რამ გამოააშკარავა, არც ტექნიკის, არც საჭირო აღჭურვილობის შესაძენად ფული არ უნდა დავზოგოთ", - აღნიშნა კალაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner