logo_geo
eng_logo
საგანგებო შტაბი ხანძრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
- +

4 სექტემბერი. 2017. 21:40


თელავში, საგანგებო შტაბის წევრებმა დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამეს.


ცეცხლის ცალკეული კერები უკვე ლოკალიზებულია სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყის მასივში.  ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.


3 ერთეული საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, ცოცხალ ძალასთან ერთად, მობილიზებულია თელავში, სოფელ ართანას მიმდებარედ, ტყის მასივში, სადაც ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


შსს-ს მეხანძრე-მაშველები ყვარელში, შილდის ტყეში, ნახანძრალი ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას აგრძელებენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა ხანძრის არც ერთი ახალი კერა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner