logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: მუქარები, რომ ოპოზიცია აქციებს დაიწყებს, არასერიოზულია!
- +

13 აპრილი. 2016. 00:08


„საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ინიციატივა პოლიტიკური თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარეობს. როცა ოპოზიციურ პარტიებს პრემიერ-მინისტრები ეყოლებათ, მიხვდებიან, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა," - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა  ზვიად ძიძიგურმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.


"არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს რაც შეეხება, ხელისუფლება კონსულტაციების რეჟიმშია, საკითხის მიმართ კონსტრუქციული დამოკიდებულება აქვს და მუქარები, რომ ოპოზიცია აქციებსა და რევოლუციებს დაიწყებს, არასერიოზულია. რევოლუციებით კოდექსების შეცვლის დრო კარგა ხანია წასულია და ამას არც მომავალში ველოდებით. ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ, საბოლოო სიტყვას პრემიერ-მინისტრი იტყვის",- აღნიშნა ძიძიგურმა 2030-ში.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner