logo_geo
eng_logo
ქარიშხალ „ირმას“ მოახლოების გამო, პუერტო-რიკოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- +

4 სექტემბერი. 2017. 22:42


პუერტო-რიკოში, ქარიშხალ „ირმას" მოახლოების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქარიშხლების მონიტორინგის ნაციონალური ცენტრის ინფორმაციით, „ირმა" პუერტო-რიკოს ოთხშაბათს დაატყდება თავს.


პუერტო-რიკოს გუბერნატორის, რიკარდო როსელოს განცხადებით, საგანგებო ფონდისთვის უკვე გამოიყო 15 მილიონი დოლარი.


კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულების მთავრობა მოსახლეობას მზადყოფნისკენ მოუწოდებს. ქარიშხალ „ირმას" სიმძლავრე მესამე კატეგორიას აღწევს. წვიმა და ძლიერი ქარი ანტიგუასა და ბარბუდაზე, დომინიკის რესპუბლიკაში, სენტ კიტსსა და ნევისზე, მონსერატზე, ანგილაზე, ბრიტანული ვირჯინიისა და სხვა კუნძულებზეა მოსალოდნელი.


სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ „ირმამ" აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს მიაღწიოს და ფლორიდას დაატყდეს თავს. თუმცა, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ჯერ ნაადრევია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner