„სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელმა ლევან მამალაძემ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავას საპასუხოდ შემდეგი სახის პოსტი გაავრცელა:
„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ნინო ჯღარკავას ადამიანური თანადგომისთვის! დღეს როცა გათითოკაცებული საზოგადოება თავისი პრობლემებით არის დაკავებული, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურები დუმს, ქალბატონი ნინო იმ გამორჩეულთაგანია, რომელიც სხვის სატკივარს იზიარებს და სამართლიანობისთვის შეუპოვრად იბრძვის! სიკეთით აღსავსე გულით რეჟიმით გაუბედურებულ ადამიანთა პრობლემები სახელმწიფო დონეზე აიყვანა დ იმედი მაქვს საქართველოს პროკურატურა არ დაიზარებს 15 წლით გაწელილი სამართლიანობის აღდგენის დაწყებას. სააკაშვილის სისხლიანი რეპრესიები მთელი სიმძლავრით დაატყდა ჩემს ოჯახს. მარტო იმიტომ, რომ მე მას არ დავემორჩილე და ნიღაბი ჩამოვხსენი, თუმცა პიარით შთაგონებული ხალხი, მიშას მხოლოდ მხსნელად აღიქვამდა. სააკაშვილის გავცელებულ ჭორებს შეეწირა მამაჩემის ლეგა მამალაძის, ბიძაჩემის დავით პაიჭაძის და ჩემი სიძის გოჩა ანთიძის სიცოცხლე. ოჯახი ქუჩაში გამოყარეს, ავაზაკები მოგვისიეს და იძულებული გავხდი გაუსაძლის პირობებში გამეხიზნა. მარიკა სამი პატარა ბავშვით, ისევ კეთილი ადამიანების დახმარებით, სააკაშვილის ზონდერებს დაუსხლტა და ლუგანსკში ჩამოვიდა ჩემთან. სააკაშვილს ჩემი ოჯახის მძევლად აყვანა უნდოდა, რომ მე ხელში ჩავეგდე და გავენადგურებინე. როგორ გადმოლახეს რამდენიმე საზღვარი და როგორ ჩამოვიდნენ უკრაინაში ეს ცალკე მოსაყოლი ისტორიაა. კარგახანი ბავშვებს შიში არ შორდებოდათ და თვალცრემლიანები ასე ამბობდნენ „სააკაშვილმა სათამაშოები წაგვართვაო". თავის შეცოდებისთვის არ ვამბობ, მაგრამ ყველა ნორმალური კარგად მიხვდება ამ ხნის განმავლობაში რა ტანჯვა და არაადამიანური წვალება გავიარეთ! იმათ საყურადღებოდ ვინც დღემდე სააკაშვილის გავრცელებული ჭორების ზეგავლენის ქვეშ არიან, პირდაპირ გეტყვით! ნუ ჩაიყენებთ თავს იმ პირსისხლიანი ჯალათების გვერდით ვინც ჩემი ახლობლების სიცოცხლე შეიწირეს! 15 წელია სამშობლოდან განდევნილი ვარ და მინდა გითხრათ, რომ მე არც პოლიტიკა მაინტერესებს და არც ხელისუფლებისკენ ლტოლვა მაწუხებს, მე მხოლოდ სამშობლოში დაბრუნება მწადია!" - წერს ლევან მამალაძე.