logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: როცა პოლიტიკაში მოვედი, ყველაფერი გავასხვისე, გავყიდე!
- +

4 სექტემბერი. 2017. 23:25


„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ საქართველოში ბიზნესი არ აქვს და ქობულეთში მხოლოდ ერთი სასტუმროს მფლობელია. როგორც კალაძემ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მან 2012 წელს პოლიტიკაში მოსვლისთანავე საქართველოში ყველაფერი გაასხვისა.


„მე, მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში რა შემოსავალიც მქონდა, მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემს ქვეყანაში დამებანდებინა. არადა, ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარად იყო ხოლმე, - აქ იპარავდნენ და საზღვარგარეთ გაჰქონდათ. აბა სად უნდა მეკეთებინა ბიზნესი თუ არა საქართველოში?! ბიზნესი არ იყო დიდი, მაგრამ იყო გამართული და მომგებიანი. თუმცა, 2012 წელს, როცა პოლიტიკაში მოვედი, ყველაფერი გავასხვისე, გავყიდე. ერთადერთი, რაც დამრჩა, არის სასტუმრო ქობულეთში, რომელსაც  ყურადღებას ვერ ვაქცევ. სამშენებლო ბიზნესს რაც შეეხება, არასდროს მქონია. როდესაც მინისტრად დავინიშნე, აღმოჩნდა, რომ მქონია წილი კომპანია "ჰიდრომშენში" (მგონი სწორად მახსოვს სახელი), რომელიც არც მუშაობდა და ისიც კანონის ფარგლებში გავასხვისე", - განაცხადა კალაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner