logo_geo
eng_logo
ტრამპი სამხრეთ კორეის მიერ აშშ-ისგან მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის შეძენას დათანხმდა
- +

5 სექტემბერი. 2017. 02:40


დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის მიერ აშშ-ისგან მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეძენაზე თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ ტრამპმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯე ინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.


ამას გარდა, როგორც ტელეკომპანია CBS News-ი იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა სამხრეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების სიმძლავრის გაზრდის შეზღუდვის გაუქმებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების მოქმედების რადიუსი და სიმძლავრე შესაძლოა, გაიზარდოს.


„ლიდერებმა აღნიშნეს სერიოზული საფრთხე, რომელსაც მთელი მსოფლიოსთვის წარმოადგენს ჩრდილოეთ კორეა მისი მხრიდან ბოლო პროვოკაციის გათვალისწინებით. ისინი შეთანხდნენ ჩრდილოეთ კორეაზე მაქსიმალური ზეწოლის განხორციელებაზე ყველა არსებული საშუალების გამოყენებით", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

 

„პრეზიდენტმა ტრამპმა პრინციპული თანხმობა განაცხადა სამხრეთ კორეის ინიციატივაზე, მისი რაკეტების საბრძოლო დატვირთვის შეზღუდვის გაუქმების შესახებ. პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე მხარი დაუჭირა კორეის რესპუბლიკის მიერ აშშ-ისგან მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის შეძენას", - ნათქვამია განცხადებაში.


2012 წელს გაფორმებული ორმხირივი შეთანხმების მიხედვით, სამხრეთ კორეას შეზღუდული აქვს ბალისტიკური რაკეტების განვითარება. კერძოდ, სამხრეთ კორეის რაკეტების მოქმედების რადიუსი არ უნდა აღემატებოდეს 800 კილომეტრს, ქობინის წონა კი - 500 კილოგრამს. ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული საფრთხის ფონზე, სეულმა შეთანხმების გადახედვა მოითხოვა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner