გაერო-შო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ნიკი ჰეილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მოუწოდებს, ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში ყველაზე მკაცრი ზომები მიიღოს.
„უშიშროების საბჭოში ნახევრად ზომების მიღების დრო დასრულდა. დროა, ჩვენი ყველა დიპლომატიური შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ვიდრე გვიანი არ იქნება. ახლა საჭიროა მივიღოთ ყველაზე მკაცრი ზომები", - აღნიშნა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა.
მისი თქმით, ბირთვულმა სახელმწიფოებმა უნდა გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა.
„კიმ ჩენ ინი აჩვენებს, რომ მას არ ესმის ის პასუხისმგებლობა, თუ როგორ იყენებს ის ბოროტად რაკეტებს, თუ როგორ იმუქრება ბირთვული იარაღით, გვიჩვენებს, რომ ის ომს ითხოვს", - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.
ნიკი ჰეილის განმარტებით, აშშ არ ეძებს ომს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეასთან.
„თუმცა, ჩვენი ქვეყნის მოთმინება უსაზღვრო არ არის. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მოკავშირეებსა და ჩვენს ტერიტორიებს", - დასძინა მან.