ხულოში, ნასოფლარის დასახლებასთან, მდინარე ჩუდურაულზე მძიმე ტექნიკა წყლის ხელოვნურ რეზერვუარს ამზადებს, რათა შავნაბადას მთაზე ვერტმფრენმა წყლის გადატანა განახორციელოს.
როგორც მძიმე ტექნიკის მძღოლი რევაზ მელაძე ამბობს, აღნიშნული მდინარე ერთადერთია, რომელიც სტიქიის ზონასთან ახლოს მდებარეობს. წყლის რეზერვუარის მომზადება დილიდან დაიწყო.
ბოლო ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ხანძრის ოთხი კერა ფიქსირდება. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 500 მაშველი-მეხანძრე, პოლიციელი, სატყეო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მოხალისეები არიან ჩართული.