logo_geo
eng_logo
ნათელა არველაძე: დადგა დრო მიზეზებზე ვილაპარაკოთ!
- +

13 აპრილი. 2016. 00:08


„არც ერთი ჟურნალისტის და პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება არ მაინტერესებს" - ასე აფასებს თეატრმცოდნე ნათელა არველაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებას ინტერნეტ სივრცეში.


არველაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოება უნდა იყოს მზად მომავალი თაობების აღსაზრდელად.

 

 

„მორალისტად არ გამოვდგები, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ეს არის უზნეობა და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დამნაშავეთა მხილება. მხილებულნი უნდა იყვნენ ისინიც, ვინც ეს ჩაიფიქრა.

დადგა დრო მიზეზებზე ვილაპარაკოთ! ჩვენ არ ვართ მზად იმისათვის, რომ გავზარდოთ ყმაწვილები საჯარო ცხოვრების ფორმით. საჯარო ცხოვრება არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, ამას უნდა უწყობდეს ხელს სკოლა და ოჯახი. როგორ ცხოვრობს კერძო პირი, ეს მისი საქმეა, მაგრამ საჯარო პირი როდესაც ასე იქცევა, ეს ნიშნავს, რომ იმ საზოგადოებაში საჯარო ცხოვრების ფორმა მორყეულია.

რა გახდა ეს თანამდებობა ვერ გამიგია!"- განაცხადა არველაძემ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner